პროექტის სახელი: შვილები
პროექტის მოკლე აღწერა: ტრადიციული და მარადმტკივნეული საკითხი:
მშობლებსა და შვილებს შორის, ანუ თაობათა შორის დამოკიდებულება;
პროექტის სრული აღწერა:
პროექტის მონაწილეები გაიხსენებენ ლიტერატურულნაწარმოებებს, რომლებშიც ძირითად თემად აღებულია სწორედთაობათა შორის ურთიერთობა; გაიხსენებენ ამნაწარმოებების გმირებს; იმსჯელებენ: რა ხდება მიზეზიგმირთა ტრაგედიისა. ისაუბრებენ როგორ ვლინდება ესურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის დღეს; მოიტანენ მაგალითებს ყოველდღიური ყოფითი ურთიერთობებიდან.
საინტერესო იქნება კვლევა იმისა, თუ როგორ ვლინდებასაქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეს ურთიერთობები. რაამყარებს და რა არეგულირებს მას. შეეცდებიან მოძებნონ
პასუხი შემდეგ
კითხვებზე:
. როგორ იცვლება ეს ურთიერთობა დროში?
. როგორ ვლინდება ეს ურთიერთობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში?
. რა ამყარებს და არეგულირებს, აწესრიგებს თაობათაშორის დამოკიდებულებას?
მონაწილეები აიღებენ ინტერვიუებს აღნიშნულ თემაზე საზოგადოების სხვადასხვა ფენაში.
მონაწილეთა ასაკი: 9_10, 11-12, 13-17//IV-V, VI-VII, VIII-IX
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინტერვიუები, დისკუსიები, ნახატების მოძიება, საკუთარი შემოქმედების წარმოდგენა აღნიშნულ თემაზე(ლექსი, ჩანახატი, მოთხრობა და სხვ.), ფილმებიის განხილვა, მუსიკის მოსმენა.
მოსალოდნელი შედეგი/ პროდუქტი:
მოსწავლეებისაგან მოძიებული ინფორმაცია დაეხმარება მათ შვილების აღზრდაში სწორ გზაში დაყენებაში.
სარგებელი სხვებისათვის: გაითვალისწინებს მის მიერ მიღებულ გამოცდილებას ცხოვრებაში.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია, ქართული, ისტორია.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხმიადაშვილი ლეილა
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: laliko55555@gmail.com