воскресенье, 12 октября 2008 г.

შვილები


პროექტის სახელი:   შვილები

პროექტის მოკლე აღწერა: ტრადიციული და მარადმტკივნეული საკითხი:

მშობლებსა და   შვილებს შორის, ანუ თაობათა შორის დამოკიდებულება;

პროექტის სრული აღწერა:

 პროექტის მონაწილეები გაიხსენებენ ლიტერატურულნაწარმოებებს, რომლებშიც ძირითად თემად აღებულია სწორედთაობათა შორის ურთიერთობა; გაიხსენებენ ამნაწარმოებების გმირებს; იმსჯელებენ: რა ხდება მიზეზიგმირთა ტრაგედიისა. ისაუბრებენ როგორ ვლინდება ესურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის დღეს; მოიტანენ მაგალითებს ყოველდღიური ყოფითი ურთიერთობებიდან.
   საინტერესო იქნება კვლევა იმისა, თუ როგორ ვლინდებასაქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეს ურთიერთობები. რაამყარებს და რა არეგულირებს მას. შეეცდებიან მოძებნონ
პასუხი შემდეგ

 კითხვებზე:

. როგორ იცვლება ეს ურთიერთობა დროში?
. როგორ ვლინდება ეს ურთიერთობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში?
. რა ამყარებს და არეგულირებს, აწესრიგებს თაობათაშორის დამოკიდებულებას?


მონაწილეები აიღებენ ინტერვიუებს აღნიშნულ თემაზე საზოგადოების სხვადასხვა ფენაში.

მონაწილეთა ასაკი: 9_10, 11-12, 13-17//IV-V, VI-VII, VIII-IX

ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

ინტერვიუები, დისკუსიები, ნახატების მოძიება, საკუთარი შემოქმედების წარმოდგენა აღნიშნულ თემაზე(ლექსი, ჩანახატი, მოთხრობა და სხვ.), ფილმებიის განხილვა, მუსიკის მოსმენა.

მოსალოდნელი შედეგი/ პროდუქტი:

მოსწავლეებისაგან მოძიებული ინფორმაცია დაეხმარება მათ შვილების აღზრდაში სწორ გზაში დაყენებაში.
სარგებელი სხვებისათვის: გაითვალისწინებს მის მიერ მიღებულ გამოცდილებას ცხოვრებაში.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  

      გეოგრაფია, ქართული, ისტორია.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: N12  ო  ლეები.

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხმიადაშვილი ლეილა

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: laliko55555@gmail.com

                                                                                                                                            
















5 комментариев:

თეა ნონიკაშვილი комментирует...

მოგესალმებით, თქვენი პროექტი საკმაოდ საინტერესოა და აქტუალური ყველა თაობის ადამიანებისთვის,ვფიქრობ ბევრი მოსწავლე ამ პროექტის დახმარებით კარგად გააცნობიერებს შვილის მოვალეობას მშობლის წინაშე.
ახლა კი ჩვენი ჯერი დამდგარა რომ დედად ვექცეთსაკუთარ დედას,რომ მამასავით მოვუაროთ ჩვენს დაღლილ მამას, რომ მათ იცხოვრონ ჩვენთან ერთად ისე ტკბილად და მშვიდად, როგორც ჩვენ მათთან დიდი ხნის წინათ...
გორი, ხიდისთავის საჯარო სკოლა, ბიოლოგიის მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი.

mediko комментирует...

laliko, mSoblis yvelaze susti wertili Svilia ara? Svili yvelaze tkbili da yvelaze mwarea.
amitom yvelaze metad momewona es Tema.magrem Zalian frTxilad unmiudge. Sen gamogiva.gisurveb warmatebas. mediko baTumidan.

nana комментирует...

მოგესალმებით.ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი.ვთვლი, რომ შვილებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ დედიკოების ამაგი და თავისი კარგი შვილობით უნდა დაუფასონ.წარმატებას გისურვებთ.
133-ე საჯარო სკოლა.ნანა ექიზაშვილი,ინგლისური ენის მასწავლებელი.

elen комментирует...
Этот комментарий был удален автором.
elen комментирует...
Этот комментарий был удален автором.